12:56 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 10:23:22, 905 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დავაკავეთ

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს.

"ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics