12:56 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:07:04, 741 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა

კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია. 2022 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული  რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული  რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება. 2022 წელს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, თქვენი გვერდში დგომითა და თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რისთვისაც მინდა, მადლობა  გადაგიხადოთ.

წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები,  ამასთანავე, განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან,   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები  გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics