|
2023-02-21 17:03:03, 606 ნახვა
სამართალი
გომელაური - გასულ წელს, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 79 პირი, ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 „კანონიერი ქურდი“
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 „კანონიერი ქურდი“, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვისა და მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 79 პირი. „2022 წელს, საქართველომ ევროპული ინსტიტუტებისგან ევროპული პერსპექტივების შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო. პარტნიორებისგან საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება იყო. ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, ასევე, საქართველოსთვისაც, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, კიბერდანაშაული და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. გარდა ამისა, პრიორიტეტია ტრეფიკინგთან ბრძოლა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფი - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს „კანონიერი ქურდების“ და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. მუდმივად იხვეწება კანონმდებლობა, ასევე ხდება ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. გასულ წელს ქართველი სამართალდამცველების მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ციფრებში ასე აისახა: 2022 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 „კანონიერი ქურდი“, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვისა და მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 79 პირი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)