|
2023-02-21 13:21:49, 1031 ნახვა
სამართალი
ადვოკატებმა სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ექსპრეზიდენტის უფლებამდამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე სააპელაციოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. "დღეს ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაწყვეტილება გახლავთ უკანონო, დაუსაბუთებელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში იქნება წარდგენილი ვიდეოდისკები, რომლებიც გამოქვეყნდა და გვაქვს უკვე ხელთ. ასევე იქნება წარდგენილი ახალი ფორმა-100, რომლის მიხედვითაც, თავად "ვივამედი" ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია და მას აქვს კახექსია. გარდა ამისა, წარდგენილი იქნება სხვა სახის მტკიცებულებებიც და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმე მოვიყვანოთ და დავკითხოთ სასამართლოზე. ესენი შეიძლება იყვნენ კლინიკა "ვივამედის" ექიმები", - განაცხადა ხაჭაპურიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)