|
2023-02-21 12:14:39, 1550 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაციას იწყებს
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია დააანონსა. უახლოეს პერიოდში, აჭარაში ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის შენობა ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციით გაუმჯობესდება 50 000-ზე მეტი პაციენტის სამედიცინო მომსახურება და მოსახლეობა ერთ სივრცეში შეძლებს ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონალური მომსახურების მიღებას. ამავე შენობაში, თანამედროვე/განახლებულ სივრცეში განთავსდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება დაწესებულებაში დასაქმებული 160 ადამიანის სამუშაო პირობები. ასევე, ტუბერკულოზის ამჟამინდელი შენობა ათეული წლების წინ არის აგებული და ვერ აკმაყოფილებს სრულყოფილი სერვისების მიწოდებისთვის საჭირო სტანდარტებს. ტუბერკულოზის ცენტრის ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადასვლით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პაციენტების მომსახურების ხარისხი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)