|
2023-02-20 23:10:04, 1971 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რუს სამხედროებს დიდი მარხვის დარღვევის უფლება მისცა
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საბრძოლო ზონაში მყოფ რუს სამხედროებს მომავალი დიდი მარხვის დროს მარხვის დარღვევის უფლება მისცა. - ამის შესახებ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის საინფორმაციო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ვოლკოვმა განაცხადა. ვოლკოვმა მართლმადიდებელ რუსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ურჩია, განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მარხვა, მაგრამ სამხედროებისთვის, მისი თქმით, მარხვაზე საუბარი არ შეიძლება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი ამართლებს რუსეთის ფედერაციის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს სასულიერო პირებსა და ერთგულ რუსებს ილოცონ პუტინის "ჯანმრთელობისთვის". რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, თუ როგორ გაამართლა პატრიარქმა კირილემ სატელეფონო საუბრის დროს ომი. დეკემბერში პატრიარქმა სასულიერო პირებისთვის მობილიზაციის გადადების შესახებ კანონის მიღება მოითხოვა. 2022 წლის აპრილში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC) თითქმის 200 მღვდელმა (UOC უკვე გამოეყო მას) პატრიარქ კირილის საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)