13:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 14:01:19, 1097 ნახვა

მსოფლიო
სირიის რეჟიმი აცხადებს, რომ დამასკოზე ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმას მოხდა

სირიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა დამასკოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელიც, მათი მტკიცებით, ისრაელმა კვირას ღამით განახორციელა.

სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ შუაღამის შემდეგ ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა დედაქალაქის რამდენიმე რაიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი სამხედრო. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ქალაქის კიდევ 15 მცხოვრები.

სარაკეტო დარტყმამ დააზიანა რამდენიმე შენობა კაფრ სოუზას მჭიდროდ დასახლებულ უბანში უმაიადის მეჩეთის მახლობლად, რომელიც დამასკოს ისტორიულ ცენტრში მდებარეობს.

ამ ტერიტორიაზე არის სპეცსამსახურების დიდი, კარგად დაცული კომპლექსი. უშიშროების ძალების მრავალსართულიანი შენობები განთავსებულია საცხოვრებელი უბნის შუაგულში, აღნიშნავს Reuters.

ისრაელის სამხედროებმა უარი განაცხადეს თავდასხმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, როდესაც Reuters-მა დაუკავშირდა. ისრაელი ხშირად უტევს ობიექტებს სირიაში, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან და ჰეზბოლას მებრძოლებთან, მაგრამ იშვიათად აღიარებს მის ქმედებებს.

კვირას თავდასხმა პირველი იყო მას შემდეგ, რაც 12 დღის წინ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და მეზობელ თურქეთში დამანგრეველი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics