08:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 23:15:46, 1714 ნახვა

სხვადასხვა
მე დავიძინე, მაგრამ ღამე ძალიან მოკლე იყო - ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა როგორ შეიტყო ომის დაწყების შესახებ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა AFP-ს განუცხადა, თუ როგორ შეიტყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ.

ომის დაწყების პირველი წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ 24 თებერვლის ღამეს მან კარგად იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო დილით.

"წავედი დასაძინებლად. მაგრამ ღამე ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, ალბათ რამდენიმე საათში, ვიღაც გამაღვიძებდა. ზუსტად ასე მოხდა.  დაახლოებით დილის ოთხ საათზე დამირეკა ჩემი ოფისის უფროსმა და მოკლედ მითხრა, რომ დაიწყეს. ანუ დაიწყო შემოჭრა. ამაში არაფერი იყო მოულოდნელი, რადგან ვიცოდით", - იხსენებს ნატოს გენერალური მდივანი.

მისი თქმით, ნატომ მოსკოვის განზრახვის შესახებ 24 თებერვლამდე რამდენიმე თვით ადრე იცოდა.

სტოლტენბერგმა ასევე იწინასწარმეტყველა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალი ერა. ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში,” - თქვა მან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics