21:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 13:38:27, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთსა და ყირიმში „იდეოლოგიური გადამზადების“ ბანაკები მოქმედებს, სადაც უკრაინელ ბავშვებს აგზავნიან

რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინელი ბავშვების „საგანმანათლებლო ბანაკები“ მოქმედებს. ამის შესახებ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორიის ანგარიშშია ნათქვამი. 

გამოძიების ავტორების ინფორმაციით, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მინიმუმ 43 დაწესებულების ქსელია, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან 4 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების „იდეოლოგიურ გადამზადებას“ ახორციელებენ. 

მკვლევარების შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ ბანაკებში 6000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი შევიდა. ამავე დროს, ისინი აღიარებენ, რომ ბავშვების რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ბანაკების უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული. ზოგიერთი კი, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში აღსაზრდელად ან გასაშვილებლად არის გამოყენებული. 

ამ ინსტიტუტების უმეტესობა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს. თუმცა, 10 ბანაკი მდებარეობს რუსეთის დიდი ქალაქებიდან არც თუ ისე შორს - მოსკოვი, ყაზანი და ეკატერინბურგი. ასევე არის ბანაკები ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

გამოძიება ასევე დასძენს, რომ ყირიმსა და ჩეჩნეთის ბანაკებში უკრაინელ ბავშვებს ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მართვას ასწავლიან.

"ბანაკების მთავარი ფუნქცია, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხელახალი განათლებაა. უკრაინელ ბავშვებს რუსული იდეები უნერგავენ აკადემიურ, კულტურულ, პატრიოტულ და სამხედრო სფეროებში", - ნათქვამია ანგარიშში.

ბანაკებში ბავშვების უმეტესობა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რეგიონებიდან არის წაყვანილი, ნაწილი კი ხარკოვის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან. 

აღნიშნულია, რომ რუსები ახორციელებენ ზეწოლას მშობლებზე, რათა მიიღონ თანხმობა ბავშვების ბანაკებში გაგზავნაზე. გამოკითხული მშობლების ნაწილი ამბობს, რომ არ დათანხმდნენ შვილების ასეთ დაწესებულებებში გაგზავნას, მაგრამ ისინი მაინც გაგზავნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics