10:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 16:56:58, 674 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი EBRD-ს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ექთნებისა და მეანების კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისა და  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

"ელჩმა ჯანდაცვის მინისტრისგან უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.  კატარინა ბიორლინ ჰანსენსის განცხადებით, აღნიშნული პროცესები ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს, რაც მისასალმებელია.  მან  ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ქობალია და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანალიტიკოსი ნიკოლა ლიპარი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics