|
2023-02-12 17:51:51, 810 ნახვა
საზოგადოება
ზარქუა მუზეუმში მომხდარ ფაქტზე - ფსევდო ლიბერალების გამოგონილი თემაა, ჰგონიათ მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ, არავინ არავის იჭერს
ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ფსევდო ლიბერალების გამოგონილი თემაა, რომლებსაც ჰგონიათ, ამით საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. მისივე თქმით, მიუღებელია რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და შეიძლება მაქსიმუმ ჯარიმა გამოუწერონ. „გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვს და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ“, - განაცხადა ზარქუამ.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)