|
2023-02-11 14:27:41, 1718 ნახვა
საზოგადოება
კლინიკა „ვივამედიდან“ სააკაშვილის გონების კარგვის კადრები გავრცელდა [ვიდეო]
კლინიკა "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ვიდეომასალა CNN-მა გაავრცელა. აღნიშნული კადრები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა, რომლებიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება. "ის საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი, ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის, მოხდება თუ არა მისი ტვინის დაზიანების შემობრუნება",- განაცხადა დანჯელომ. აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს კლინიკიდან სააკაშვილის კადრები პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა, თუმცა არასრული სახით. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)