|
2023-02-11 12:29:42, 1325 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ევროპის 27 ქვეყანა მიმართავს ჩვენს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი
ევროპის 27 ქვეყანა მიმართავს ჩვენს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი ყოევდღე სუსტდება, უჭირს ჭამა და ლაპარაკიც. "სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს. ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს ჩვენ ხელისუფლებას, რომ შუამდგომლობით გაათავისუფლონ სააკაშვილი და შესაძლებლობა მიეცეს, რომ მკურნალობა გაიაროს პოლონეთში",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)