|
2023-02-08 18:00:46, 1132 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. აქციები იგეგმება მომდევნო დღეებშიც, მათ შორის 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)