12:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 01:06:06, 2023 ნახვა

სხვადასხვა
მთელი თურქეთის მაშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა

თურქეთში გლოვა დაიწყო ქვეყნის სამხრეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით. თურქეთის სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.

მანამდე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ გლოვის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთელი თურქეთის სახელმწიფო დროშები და ქვეყნის წარმომადგენლობითი ოფისები საზღვარგარეთ, კვირას, 12 თებერვალს, მზის ჩასვლამდე ნახევარ ანძაზე იქნება.

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისი (AFAD) იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 12068 ადამიანი.

AFAD-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დღეში შვიდ ბალზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა ხდებოდა (ადგილობრივი დროით 04.17 საათზე - 7.7 ქულა და 13.24 საათზე - 7.6 ქულა).

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სახლებში მიწისქვეშა ბიძგების შიშის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics