|
2023-02-03 20:19:57, 3656 ნახვა
Lifestyle
ცნობილი მოდის დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარასკევს, 3 თებერვალს, ცნობილი ესპანელი წარმოშობის ფრანგი მოდის დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, პორტსალში. - ამის შესახებ Le Monde იუწყება. მისი გარდაცვალება დაადასტურა ესპანურმა ჯგუფმა Puig-მა, რომელიც აკონტროლებს Paco Rabanne მოდის სახლს და პარფიუმერიის ბიზნესს. „პაკო რაბანს მოდის სახლს სურს პატივი მიაგოს ჩვენი დიზაინერისა და დამფუძნებლის ხსოვნას, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილ მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება. პაკო რაბანი დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს ესპანეთში ბასკების ქვეყანაში. იგი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში 1960-იან წლებში. დიზაინერმა თავისი პირველი კოლექცია 1966 წელს პარიზში წარადგინა. მისი კოსტიუმები ეცვათ კინოვარსკვლავებს, მათ შორის ოდრი ჰეპბერნს და ჯეინ ფონდას. მან დაიწყო თავისი კარიერა მოდის სამყაროში Givenchy-ს, Dior-ისა და Balenciaga-სთვის სამკაულების დიზაინით. 1966 წელს პაკო რაბანმა დააარსა თავისი მოდის სახლი და წარმოადგინა თავისი პირველი ტანსაცმლის კოლექცია პარიზში. 1969 წელს პაკო რაბანმა წარმოადგინა თავისი პირველი სუნამო "Calandre".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)