|
2023-02-01 15:56:10, 1576 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მენდეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა აქტუალური მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მზარდია ლატვიასთან სავაჭრო დინამიკა, განსაკუთრებით, ექსპორტი, რომლის მაჩვენებელიც 2022 წელს 31 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ითქვა, რომ ლატვიიდან კაპიტალი წარმატებით მიემართება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვ. ხაზი გაესვა ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ ლატვია ევროკავშირის „თვინინგის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. "შეხვედრაზე ითქვა, რომ ლატვიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის წევრიც ლატვიის სეიმის სპიკერი ედვარდს სმილტენსია. აღინიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი კიდევ ერთი წარმატებული პლატფორმა იქნება ორმხრივი კავშირების გამყარების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)