|
2023-01-26 20:35:54, 1969 ნახვა
კომენტარი
რატი ბრეგაძე - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება მოითხოვეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, 26 იანვარს კი, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო დასკვნა, რომელიც 3 ძირითად მიმართულებას მოიცავდა, ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, რომელიც გადაეცემა სასამართლოს შესაბამისი წესით და შემდგომ გაგრძელდება მსჯელობა. „მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, მეცნიერულად რამდენად რამდენად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ ემპათიის დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა [2023 წლის 26 იანვარს], რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას, ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია გაგრძელდება შემდგომ მსჯელობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)