14:57 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 17:35:07, 1781 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ინგა თოდრიას განცხადებაზე - სკანდალურია თავისი შინაარსით, იმედია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიიღებს შესაბამის ზომებს

მე პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სკანდალური განცხადება, ნებისმიერ თანამშრომელს, მითუმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ასეა, რა თქმა უნდა, USAID შემთხვევაშიც, -  ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის, PROLOG  -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის, ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებას

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს განცხადება შემაშფოთებელია და საჭიროებს შესწავლას. კობახიძემ ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი სკანდალური ფაქტით დაინტერესდება. 

,,თუმცა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არამარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს, პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს არის, რა თქმა უნდა შემაშფოთებელი და განცხადება თავისი შინაარსით არის, ბუნებრივია სკანდალური. მე, იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაინტერესდება ამ განცხადებით და მიიღებენ კიდეც, შესაბამის ზომებს. იმედია, რომ მომავალში ასეთი სკანდალური ინფორმაციები აღარ გაჟღერდება. მანამდე იყო გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალი. სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ დაიბარეს და ანგარიში მოთხოვეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რაც არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. ეს ფაქტი თუ დადასტურდა ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი და სკანდალური განცხადება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცები არის მოსაწესრიგებელი კონკრეტულ ორგანიზაციაში,’’ - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics