18:56 - 07 Jul, 2026
|
2023-01-26 15:27:20, 881 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვაგრძელებთ. ამჯერად, სამუშაოები სოფელ დიღომში დავიწყეთ, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. ასეთი ქუჩები ჩვენთვის პრიორიტეტულია და მომავალშიც არაერთ მსგავს პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)