17:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 00:11:18, 1048 ნახვა

პოლიტიკა
კირბი - იმის თქმა, რომ ალიანსში მიმდინარე ტანკების შესახებ დისკუსია, ნატოში განხეთქილებას იწვევს, უბრალოდ გადაჭარბებულია

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, უარყო მოსაზრება, რომ გერმანიის გადაუწყვეტლობა უკრაინას მოწინავე სამხედრო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით ნატოში განხეთქილებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მისივე თქმით, ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე აგრძელებს ზეწოლას გერმანიაზე, რათა დაუშვას მისი თანამედროვე Leopard 2 საბრძოლო ტანკები უკრაინაში, ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 

კირბიმ დასძინა, რომ ნატო არასდროს ყოფილა ისე მტკიცედ გაერთიანებული, როგორც ეს გასულ წელს უკრაინის ომის დროს იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ ალიანსი ყველა გადაწყვეტილების თითოეულ ასპექტზე ყოველთვის ვერ შეთანხმდება.

იმის თქმა, რომ ალიანსში მიმდინარე ტანკების შესახებ დისკუსია, ნატოში განხეთქილებას იწვევს ან საფრთხეში აყენებს უკრაინაში ეროვნულ უსაფრთხოებას, უბრალოდ გადაჭარბებულია“, - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics