|
2023-01-18 21:41:49, 815 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში მართლმსაჯულების გამო
საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს “მთავარი არხის” აღმასრულებელ დირექტორს, ნიკა გვარამიას. “სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამიტომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას - ჟურნალისტს და "მთავარი არხის" აღმასრულებელ დირექტორს. ამის შესახებ წერილი პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა უკვე გასულ ნოემბერს გაუგზავნეს. საქართველო ევროპაა, თუმცა საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)