19:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 14:27:49, 1049 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ბროვარის ტრაგედიაზე - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას.

ზურაბიშვილის თქმით, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.

ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics