|
2023-01-17 00:29:42, 992 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს
ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს. „ამ ეტაპზე განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვინც განცხადებებს აკეთებს, ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესონ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც კი რაიმეს შევნიშნავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საშიშროება არ იქნება, ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩემი თხოვნაა, რომ მედიამ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ლეგიტიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია. აუცილებელია, რომ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით და არა ნებისმიერი მსურველის, ვისაც შეიძლება, კითხვა დავუსვათ და თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გამო, განცხადება გააკეთოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)