20:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 12:35:51, 1121 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას დნეპრის საცხოვრებელ შენობაზე - ეს სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ დნეპრის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

როგორც ზურაბიშვილი წერს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა. 

“კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ შენობაზე დნეპრში, უკრაინა.  მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, რაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნეპრსა და მთელ უკრაინაში”, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics