2023-01-13 16:40:29, 1379 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს ომზე სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთის გამარჯვება სოლედარში, ან თუნდაც ბახმუტში, ომის საერთო ტრაექტორიისთვის ცოტას ნიშნავს.
როგორც კირბიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, მარცხის შემთხვევაში, უკრაინელები არ შეჩერდებიან.
„მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე... და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს", - ამბობს კირბი.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება. უწყება აზუსტებს, რომ ქალაქი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12 იანვარს დაიპყრეს.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც, უკრაინა აცხადებს, რომ "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
ავტორი: ექსპრესნიუსი,