|
2023-01-12 23:23:51, 1340 ნახვა
პოლიტიკა
მაია სანდუ - მოლდოვამ ევროკომისიის მიერ გაცემული 35 პუნქტიდან 16 შეასრულა
"მოლდოვამ 35 პუნქტიდან 16 შეასრულა. მათ შორისაა პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. კიდევ 9 ღონისძიება დასკვნით ეტაპზეა.", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის წევრებთან ისაუბრა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობდა. დასკვნით ეტაპზეა 9 პუნქტი, მათ შორის მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოსა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს კანდიდატების რიგგარეშე შეფასება, ანტიკორუფციული პროკურატურის და ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის მკაფიო კომპეტენციების დადგენა და კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა. ასევე დასკვნით ეტაპზეა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც გადაარჩენს პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას ოლიგარქების გავლენისგან. აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები, რომლებიც მოლდოვას ჯერ არ განუხორციელებია, მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. მანვე დასძინა, რომ ყველა პასუხისმგებელმა ინსტიტუტმა უნდა დააჩქაროს ძალისხმევა სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად. „ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფს მშვიდობას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამ პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეგვიძლია“, - განაცხადა სანდუმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)