21:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 16:46:25, 2477 ნახვა

Lifestyle
პრინც ჰარის მემუარებმა ბრიტანული საზოგადოება შოკში ჩააგდო

ბრიტანული წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა პრინც ჰარის მოგონებები „თადარიგში“ (Spare). როგორც ბრიტანული მედია წერს, ბევრი მაღაზია შუაღამით გაიხსნა, რათა მკითხველის ინტერესი დაეკმაყოფილებინა.

უკვე რამდენიმე დღეა, ევროპული პრესა აქვეყნებს ნაწყვეტებს ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟის მემუარებიდან, სადაც ის აკრიტიკებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მეუღლის მეგან მარკლის მიმართ რასიზმის გამო, ხოლო ბრიტანულ პრესას იმისთვის აკრიტიკებს რომ წლების განმავლობაში ტახტის მემკვიდრე უილიამთან ურთიერთობას უფუჭებდნენ.

ჰარი თავის წიგნში ამაზრზენ რაღაცეებს ​​ამბობს... ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა პირად ცხოვრებაზე, ისეთი ანტინიუსმენი იყო, სძულდა ბრიტანული პრესა. ის ყოველთვის საბრძოლო პოზიციაზე იყო და ელოდა პრესის პირად ცხოვრებაში შესვლას. მაგრამ ის, რაც მან თქვა მამაზე, უილიამზე და საკუთარ თავზე, უბრალოდ შოკისმომგვრელია... სამეფო ოჯახი კარგია თუ ცუდი, მოსწონს თუ არა ეს, ყველას ჰყავს ოჯახი და მისი დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის მიმართ არის გამჭვირვალე. ჭუჭყიანი საცვლები საზოგადოებაში შოკისმომგვრელია" - აცხადებს ანჯელა ლევინი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფი.
მემუარების წიგნი დაიწერა შეერთებულ შტატებში, სადაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე გადავიდნენ 2020 წელს. ბრიტანეთში მედიის ლანდშაფტის შეცვლას ჰარი უწოდებს "მისი ცხოვრების საქმეს", მიუხედავად იმისა, რასაც მამამისი ყოველთვის თვლიდა, შვილის  ამ ახირებას "თვითმკვლელობის მისიად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics