|
2023-01-09 21:34:53, 1517 ნახვა
ეკონომიკა
იონათამიშვილი - 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი, არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს
"2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს. მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ დაფიქსირდება, როგორც მხარე. „საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)