|
2022-12-29 11:01:48, 727 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მიმდინარე წლის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა. მათივე ცნობით, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა მინისტრს რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ვახტანგ გომელაურმა თითოეული პოლიციის დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა. „ბევრად უკეთესია წლევანდელი წელი. ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი მუშაობის, ბიჭების მუშაობის. გახსნის მაჩვენებელი ძალიან მკვეთრადაა გაზრდილი, რაც, პირველ რიგში, არის ძალიან კარგი. სხვადასხვა თვეებში იყო სხვადასხვა მუხლის, დანაშაულების მატება-კლება, სტატისტიკა ცოცხალი ორგანიზმია, ხან იმატებს, ხან იკლებს, თუმცა, მთლიანობაში დაკლებულია, რაც კარგია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტექნიკური აღჭურვილობის განახლებაზე, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებთან აგრეთვე განიხილა მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. ვახტანგ გომელაურმა მთელი წლის განმავლობაში შესრულებული ნაყოფიერი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)