20:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 23:17:35, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს

თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს. - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში, ყოველწლიური გზავნილით მიმართვისას განაცხადა.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან განდევნეს დამპყრობლები და ეს იყო პირველი შემობრუნება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს კუნძული ზმეინი და მას შემდეგ ყველა ოკუპანტმა იცის, რა ერთადერთ პასუხს მოისმენს უკრაინელებისგან მის ნებისმიერ ხელყოფის მცდელობისას. დამპყრობლები გაიქცნენ, თუმცა უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ ფეხქვეშ გვაქვს ჩვენი მიწის სიძლიერის უპირატესობა.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა. თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი - ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა აღვადგინოთ საზოგადოებრივი მთლიანობა. მილიონობით ჩვენი ხალხი არ უნდა იყოს ლტოლვილი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი დაბრუნება. " - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
უმაღლეს რადაში შეხვედრას მთავრობის წევრები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უცხოელი დიპლომატები, ასევე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics