03:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 21:49:10, 842 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - საზოგადოებას პრეზიდენტის პასუხი სჭირდება და არა გაკაპასებული მოქალაქის

საზოგადოებას ეჭვები აქვს გარკვეული, რასაც პასუხი სჭირდება უფრო მკაფიო და არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქისა, პრეზიდენტის პასუხი სჭირდება. განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ორაზროვანია და ამის გამოძახილია მიტინგიც. მან დასძინა, რომ არ შეიძლება ყველაფერი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დააბრალო.        

ეს განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ეს არის საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა მასზე, მისი ბულინგი, რომელმაც ბულინგის ავტორთა აზრით უნდა განაპირობოს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თუნდაც ეს თემა, რომ რუსული სოფელი მოუწყვეს, თუნდაც ის, რომ იქ რაღაც პროტოკოლი დაარღვიეს მის წინააღმდეგ, თუნდაც ის თემა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას რაღაც წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების ორგანიზებაში, ვისაც თავზე გადაუარეს და ვისი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს. აი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლო, უფრო მძიმე სიტყვას არ ვიტყვი, განაპირობებს იმას, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს გარკვეული, რასაც პასუხი სჭირდება უფრო მკაფიო და არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქისა, პრეზიდენტის პასუხი სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics