05:25 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 09:36:30, 992 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი სააკაშვილზე - ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე

ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად.

"ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე. როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულია",- განაცხადა არესტოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივას 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს, ოლექსეი არესტოვიჩიც შეუერთდა.

შეგახსენებთ, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. 

ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics