23:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 13:11:24, 1703 ნახვა

რეგიონი
კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა

კასპში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ)  დაფინანსებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა.

კასპის მერიის ცნობით, ცენტრის მიზანი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და დასაქმების გაზრდის ხელშეწყობაა, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

"შეთავაზებული მრავალკომპონენტიანი პაკეტი (ALP) მოიცავს: პიროვნულ და პროფესიული განვითარების, კულტურის, ახალგაზრდების, სპორტის, ჯანმრთელობის და სხვა პროგრამებს. ცენტრში კომპიუტერის, ჭრა-კერვის, კულინარიის, ჭიქაზე მხატვრობის, უცხოენების კურსები და პრაქტიკული სამუშაო სივრცეები მოეწყო.

გახსნის ღონისძიებას  გერმანიის საელჩოს ეკონომიკური და პრესის  დეპარტამენტის უფროსი, პირველი მდივანი სარა ზიელონკა, უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, DVV internacional-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტომას ლიხტენბერგი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და თემის წევრები ესწრებოდნენ.

სარა ზიელონკამ მადლობა გადაუხადა ვახტანგ მაისურაძეს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. მერმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი  DVV internacional საქართველოს სათაო ოფისის მიერ რიგით მე-14 ცენტრია", - ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics