07:45 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 10:43:47, 950 ნახვა

პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტი - თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერს გათავისუფლებას ვუსურვებთ

"მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილთან, ოდესღაც უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასმა ავრცელებს. 

განცხადებაში მაკკეინის ინსტიტუტი ხაზს უსვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანის აუცილებლობას.

"მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილთან, ოდესღაც უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან და ჩვენი თანამოსახელე სენატორ მაკკეინის მეგობართან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანის აუცილებლობას და ვუსურვებთ ძლიერ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics