|
2022-12-23 11:04:57, 2834 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მონაწილეობა „ბაიას ღვინომ“ მიიღო
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და ფერმერებს მათთვის საჭირო პროექტებში ჩართვას სთავაზობს. ერთერთი კომპანია, რომელმაც „საქართველოს ბანკის“ აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა - ბაიას ღვინოა. აგრო ბუღალტერია „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში. აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული და მათ სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება. პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილისა და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agro ცნობისთვის, კომპანია „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. მარანი ორიენტირებულია, გააგრძელოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. კომპანია საკუთარ ვენახებს ფლობს, სადაც გაშენებულია ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნას, ოცხანური საფერისა და ალადასტურის ჯიშის ყურძნები. „ბაიას ღვინო“ ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდითა და ქვევრში ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულობით ხასიათდება. კომპანიის ღვინო აქტიურად იყიდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)