07:45 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 23:36:20, 947 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთადერთი წამალი საქართველოში რადიკალიზაციის შემცირებისთვის არის ნაცმოძრაობის დასუსტება

დღეს სინამდვილეში ვითარება ბევრად ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ე.წ რადიკალიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, ეს არის ნაცმოძრაობის დასუსტება, - განაცხადა ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მათი მიზანი რადიკალიზაციის გაზრდაა, რაც მათი აზრით გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ ომში გახვევს ჩვენ ქვეყანას.

"დღეს სინამდვილეში ვითარება ბევრად ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ე.წ რადიკალიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, ეს არის ნაცმოძრაობის დასუსტება. ერთადერთი წამალი საქართველოში რადიკალიზაციის შემცირებისთვის არის ნაცმოძრაობის დასუსტება, ამის მეტი წამალი არ არსებობს და როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი სწორედაც რადიკალიზაციის გაზრდაა ანუ, რატომაც უნდათ ამ ადამიანებს, გლობალური, ლოკალური ომის პარტიას სააკაშვილის გათავისუფლება, ერთადერთი მიზანი რაც ამოძრავებთ, უნდათ საქართველოში რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდა, რაც მათი აზრით გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ ომში გახვევს ჩვენ ქვეყანას. გარკვეულწილად შეიძლება გააძლიეროს სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ნაცმოძრაობა, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა გააგრძელონ მოწოდებები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენი ამოცანაა, არ გაიზარდოს რადიკალიზაციის ხარისხი, მითუმეტეს პოლიტიკური ბერკეტიც არ გვაქვს, რა თქმა უნდა, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმებოდა ხელოვნური გზით სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, იმისათვის რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს" - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics