|
2022-12-21 10:32:01, 2592 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალები ბიზნესპროცესების აქსელერაციისთვის
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიზნად ისახავს, ბიზნესპროცესები კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი გახადოს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნესს გადახდის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის, მრავალფუნქციურ ტერმინალებს სთავაზობს. ესენია: Andoid, სტანდარტული, ინტეგრირებული, ჭკვიანი და მობილური ტერმინალები. თითოეული მათგანი ნებისმიერი ტიპის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. იქნება ეს Apple Pay, Google pay თუ სხვა აპლიკაციები. აქვე, აღსანიშნავია, რომ მობილური ტერმინალი ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განავითაროს საკუთარი საქმიანობა, რადგან მისი მეშვეობით, პირველად საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ გამოიყენონ მობილური ტელეფონი პოსტერმინალის ფუნქციით და საკუთარ ტელეფონზე მხოლოდ ერთი შეხებით მიიღონ გადახდები. „საქართველოს ბანკის“ თითოეული ტერმინალი მორგებულია სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას, ზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, სავაჭრო და მომსახურების ობიექტების სურვილის შემთხვევაში, ტერმინალებზე შესაძლებელია ისეთი დამატებითი ფუნქციების გაწერა, როგორებიცაა: სამადლობელის გადახდა, პრეავტორიზაცია, თანხის დაბრუნება, PLUS და MR ქულებით, განვადებით გადახდა და ა.შ. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესებს, ფეხი აუწყონ დროს, ყოველდღიურ საქმიანობაში მოახდინონ თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, რათა უფრო მეტად განვითარდნენ და გაიზარდონ. თუმცა, ჩვენი ინიციატივა ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ თავად მომხმარებელს, გააუმჯობესონ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მიღებული გამოცდილება“, - აღნიშნავს დავით ბეჟიაშვილი, „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი. დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/terminals
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)