23:28 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 21:06:31, 2122 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის რეგიონის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კრიტიკული ვითარება გამოაცხადა.

„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაზიანების შედეგად „უკრენერგო“ ახორციელებს ელექტროენერგიის ავარიულ შეწყვეტას. ელექტროენერგიის გარეშე - რეგიონის 80%. ყველაზე რთული ვითარებაა ბუჩანსკის, ვიშგოროვსკის, ობუხოვსკის და ნაწილობრივ ფასტოვსკის რაიონებში. ეს არის 30-ზე მეტი თემი“, - წერს ყულება თავის ტელეგრამის არხზე.

ყულებამ ხაზი გაუსვა, რომ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. პრიორიტეტი ენიჭება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - საავადმყოფოებს და გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტებს.

მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის მეტროს ხაზებზე მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგა. გარდა ამისა, მისი თქმით, აღდგა დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემების მუშაობა.

19 დეკემბრის ღამეს რუსებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის რეგიონსა და დედაქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და კერძო სახლები. დაშავდა სამი ადამიანი.

კიევის თავზე 23 დრონიდან 18 ჩამოაგდეს. დედაქალაქში ნამსხვრევებმა სოლომენსკის რაიონში სავალი ნაწილი და შევჩენკოვსკის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრები დააზიანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics