|
2022-12-18 13:42:44, 3649 ნახვა
Lifestyle
ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს
21-წლიანი თავდადებული და ერთგული მუშაობის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს,- ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ჰოლივუდის მსახიობი აცხადებს, რომ აჩერებს თანამშრომლობას გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს და დაცვას მთელს მსოფლიოში, თუმცა მისიას UNHCR-ის წარმომადგენლად განაგრძობს, რათა ჩაერთოს ჰუმანიტარული ღონისძიებების ფართო სპექტრში. "ლტოლვილთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი, ქალბატონი ჯოლი გააგრძელებს მუშაობას უფრო თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად. იმ დროს, როდესაც მსოფლიო რთული, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისების წინაშე დგას, ის გეგმავს აქტიურ მონაწილეობას ჰუმანიტარული საკითხების უფრო ფართო სპექტრზე, ისევე როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან უფრო უშუალოდ მუშაობას. მისი პორტფელი კვლავაც მოიცავს ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილების საკითხებს",- ნათქვამია გაეროს განცხადებაში. ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობს. 2012 წელს კი ის სპეციალურ წარმომადგენელად დაინიშნა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)