11:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 21:36:12, 1038 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა ჰააგაზე - ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ

ისტორიული დღეა დღეს და ისტორიულია საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ,ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

მისივე თქმით,დაიმსხვრა პროპაგანდა,რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო.მან დასძინა, რომ სააკაშვილმა მოიგერია  რუსეთის ბრუტალური თავდასხმა და იხსნა სახელმწიფო.

"ისტორიული დღეა დღეს და ისტორიულია საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ. დაიმსხვრა პროპაგანდა - ომი საქართველომ დაიწყო! სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა! 14 წელი და უკრაინაზე რუსეთის ბრუტალური თავდასხმა დასჭირდა, რომ საქართველოს სიმართლე დადასტურებულიყო - საქართველომ, სააკაშვილის მთავარსარდლობით, მოიგერია პუტინის რუსეთის თავდასხმა და გადაარჩინა სახელმწიფოებრიობა!
დღეს, მიხეილ სააკაშვილს "დიქტატორ პუტინის მოწინააღმდეგე პატიმარს"(PACE) საქართველოში, ივანიშვილის ციხეში, კლავენ" | წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics