17:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 10:56:24, 1534 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და მარკეტოლოგები. ტურის მონაწილეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ვიზიტს ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „Colangelo & Partners" გაუკეთა.

„ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე წელს ვითანამშრომლეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებას აშშ-ში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით. აღნიშნული ინტეგრირებული პროგრამა გულისხმობს აქტივობებს ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობას, ღვინის მწერლებთან და ღვინის მაღაზიებთან მუშაობას. აშშ-ში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ, ღვინის მწერლები სულ უფრო მეტს წერენ ქართული ღვინის შესახებ, ამერიკელი მომხმარებელი ყოველთვის ეძებს უნიკალურ ღვინოს, ღვინის ტურიზმს და ამ მხრივ ქართული ღვინო აშშ-ისთვის ძალიან საინტერესო და უნიკალურია", - აღნიშნა ერინ ჰილმა, „Colangelo & Partners"-ის წარმომადგენელმა.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე  ბოთლი  ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics