03:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 09:02:27, 2359 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინას მივეცით იარაღი, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა

უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავის დასაცავად კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობები აკლიათ. 

"უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ  მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა, როდესაც ჩვეულებრივი ომი დაბრუნდა ევროპის გულში.  ჩვენ ასევე მივხვდით, რომ გვაკლია კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობები, რათა შეგვეძლოს თავის დაცვა უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავად ევროპის კონტინენტზე",- განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთის უკან დასახევად და ეს დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე არ უნდა შეჩერდეს.

„ევროპელები აშკარად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და შესაძლებლობებს. ამის შესახებ ევროპის თავდაცვის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. ეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ერთად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა მოვამზადოთ ევროპული არმიები უფრო საშიში სამყაროს წინაშე“,- დასძინა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics