12:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 13:36:06, 1241 ნახვა

საზოგადოება
ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი თავდაცვის ძალებში

საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები. 

დღესვე, ნატოს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო. ს
აქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics