13:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 11:11:58, 1106 ნახვა

საზოგადოება
9 დეკემბერს, დასაქმების ფორუმზე, ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი

თბილისში, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე - ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები.  

აღსანიშნავია, რომ სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებული იქნება თბილისში თუ სხვა რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც. 

წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა, დაინტერესებულ პირებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. მორიგი ფორუმი, 13 დეკემბერს, გორში ჩატარდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics