|
2022-12-07 11:46:18, 2464 ნახვა
კომენტარი
ჯამბულათ ხოფერიას მამა - თბილისი დედაქალაქია და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად
თბილისი დედაქალაქია - დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად, - ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია "ფეისბუქზე" წერს. "იმიტომ ვწერ რომ ვიცი ხალხი მიყურებს ჩემი ხალხი .. მეომრის გზა რთულია მაგრამ ეს არჩევანია.. მთელი ცხოვრება იყო მეომარი ეს ორმაგად რთულია იმიტომ რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს გემატება ტკივილი რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო მაგრამ ყველა მეომარმა იცის რომ ცხოვრება გრძელდება ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ: ნაძვის ხეც უნდა დაიდგას რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა.. ქალაქიც განათებული უნდა იყო ხალხიც უნდა ზეიმობდეს ვისაც ეზეიმება რატომ ? იმიტომ რომ მწუხრი და სიხარული გვერდი გვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა იმედი არ დაკარგონ .. თბილისი კი დედაქალაქია დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად.. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 1-ელ დეკემბერს ემსხვერპლა. რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)