16:01 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 09:23:01, 1109 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი - უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან

არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული", - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

როგორც კინზინგერმა Twitter-ზე დაწერა, ქართველი მებრძოლები გმირები არიან.

"არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული". ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ არ იციან სიმართლე? რას იტყვი რუსეთზე?" - წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები "ომის პარტიას" მიჰყავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics