|
2022-12-03 14:24:13, 1849 ნახვა
ეკონომიკა
ნინო წილოსანი - მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო
„მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამის დეტალები გააცნეს. უწყების ცნობით,ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწყებული ახალი პროგრამა გურიაში თხილის წარმოების პოტენციალის ათვისებას კიდევ უფრო გაზრდის. „ნამდვილად უპრეცედენტოა პროექტი, რომელშიც წამყვანი წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას. მისი მონდომებით და ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო ეს პროგრამა. ჩვენ გურიაში აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს. თხილი არის ერთ-ერთი საკვანძო აგრო პროდუქტი, რომელიც, როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში შედის. ეს კი, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. თხილის სექტორი არის ერთ-ერთი წარმატებული სექტორი სოფლის მეურნეობაში. წახალისება ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესონ ხარისხი და მსოფლიო ბაზარზე უკეთესი პოზიციონირება განახორციელონ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)