|
2022-12-03 09:32:28, 3441 ნახვა
Lifestyle
დემნა გვასალია - ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს გიხდით არასწორი არჩევანისთვის
ბალენსიაგას ხელმძღვანელი დემნა გვასალია მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ისფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. წერილი დიზაინერმაInstagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. დემნას თქმით,ბავშვების მსგავს კონტექსტში გადაღება შეუფერებელი საქციელი იყო,მაგრამიდეაში არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და გმობს ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობას. მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვისსადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ. ვიღებ ჩემს პასუხისგებლობას. შეუფერებელიიყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირიკავშირი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრობით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ. საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვისორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღოდა დაცეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეუარცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევაგარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსიშეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთაკეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.” - წერს დემნაგვასალია. შეგახსენებთ,დემნა გვასალიას კამპანიის შემდეგ,მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკესბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)