18:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 18:52:25, 1183 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვის მხრიდან წარმოიშვა მორიგი უხეში დარღვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, - ასე გამოეხუმარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმის თავმჯდომარის ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

განცხადებაში აღნიშნულია,რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს" -  წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ,დუმის თავჯდომარე ვიაჩესლად ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გუშინ,პირველ დეკემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics